სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა

სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა- სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული კურსი სტუდენტებისთვის !

პროექტი მოიცავს:

  • სისხლის სამართლის თეორიულ და პრაქტიკული კურსებს.
  • ნაფიცი მსაჯულების იმიტირებულ პროცესებს, რომელიც ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში – სტაჟიორები თავად გახდებიან მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები თუ გამომძიებლები.
  • სასამართლო მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც სტაჟიორები განახორციელებენ რეალური პროცესების ანალიზს.
  • იმიტირებულ შემთხვევის ადგილს, გამოძიების დეტალების განხილვას , ოქმების შედგენის სპეციფიკასა და გამოძიების პრაქტიკული თავისებურებების შესწავლას.
  • ვიზიტსა და ტრენინგს საქართველოს მთვარ პროკურატურაში, უამრავი სტუდენტისთვის საინტერესო და სასურველ ადგილას, სადაც დარწმუნდებით, რომ ცოდნისა და შრომის შემთხვევაში, დასახული მიზნები რეალობად იქცევა.
  • სასჯელაღსრულების სამართლის სრულ კურსს;
  • პატიმართა იმიტირებული შეწყალების სხდომას.
  • აღკვეთი და წინასასამართლო სხდომის იმიტირებებს.
  • შეხვედრებს მოქმედ მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, პროკურორებთან და ა.შ.
  • ჩვენს სუპერპოპულარულ ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სერიული მკვლელები, ოჯახური ძალადობა, არასრულწლოვანთა მართმსაჯულება და ა.შ.

ჩვენთან გავლილი სტაჟირება სტუდენტებს ჩაეთვლებათ სამუშაო გამოცდილებაში და სტაჟირების ბოლოს გადაეცემათ სტაჟირების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

ჩვენი ორგანიზაციის წარმატებული სტაჟიორები პროგრამის ბოლოს გაიგზავნებიან პრაქტიკებზე საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სხვადასხვა საადვოკატო კომპანიაში.

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე.

ყოველთვიური საფასური: 195 ლარი.

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი, დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით!