ლოკაცია: “Litz Resort”
სისხლის სამართლის საერთაშორისო სიმპოზიუმის ზაფხულის სესია ახალგაზრდებისთვის სრულიად საქართველოდან ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Litz Resort-ში შედგა.
პროექტის თემატიკას წარმოადგენდა – ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო დანაშაული, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
პროექტი მინდინარეობდა სამი დღის განმავლობაში. მონაწილეები წარმოადგენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს დელეგაციას.
დელეგატები განაწილებული იყვნენ თემის მიხედვით შერჩეულ კომიტეტებში: უშიშროების , ადამიანის უფლებათა დაცვის და გარემოს დაცვის კომიტეტებში.
პროექტის დასკვნით ეტაპზე თითოეულმა დელეგატმა წარადგინა საკუთარი პოზიციის მოხსენება. სიმპოზიუმის მონაწილე ქვეყნების წინაშე დასკვნით ეტაპზე სიმპოზიუმის მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია.
პირველ სამ გამარჯვებულს გადაეცა გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატები.
პროექტის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერთიფიკატი.