ლოკაცია: “Tsinandali Resort & Spa”
სისხლის სამართლის საერთაშორისო სიმპოზიუმის შემოდგომის სესია ახალგაზრდებისთვის სრულიად საქართველოდან ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Tsinandali Resort & Spa-ში შედგა.
პროექტის თემატიკას წარმოადგენდა – საერთაშორისო დანაშაული – გენოციდი:ჰოლოდომორი
პროექტი მინდინარეობდა სამი დღის განმავლობაში.
მონაწილეები წარმოადგენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს დელეგაციას.
დელეგატები განაწილებული იყვნენ თემის მიხედვით შერჩეულ კომიტეტებში: უშიშროების , ადამიანის უფლებათა დაცვის და კრიზისების მართვის კომიტეტებში.
პროექტის დასკვნით ეტაპზე თითოეულმა დელეგატმა წარადგინა საკუთარი პოზიციის მოხსენება სიმპოზიუმის მონაწილე ქვეყნების წინაშე. დასკვნით ეტაპზე სიმპოზიუმის მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია.
სამ გამარჯვებულს გადაეცა გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატები.
პროექტის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერთიფიკატი.