ლოკაცია: “TSU”
სისხლის სამართლის საერთაშორისო სიმპოზიუმის პირველი სესია ჩატარდა 2022 წლის 17,18,19 დეკემბერს , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
პირველი სესიის თემას წარმოადგენდა – რუსეთ-უკრაინის ომი.
სესიაზე ანგარიშს ამზადებდა სამი კომიტეტი: უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვის და კრიზისების მართვის კომიტეტები.
გამარჯვებულ დელეგატებს ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფისგან და მისი პარტნიორებისგან გადაეცათ სხვადასხვა პრიზები. მათ შორის იყო: ორკაციანი საგზური კვარიათში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Litz Resort-ში. საგზური ბაკურიანში, სასტუმრო Snow King-ში და ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის სხვადასხვა პროექტის ვაუჩერები.
გარდა პარტნიორებისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან.
პროექტის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერთიფიკატი.