ლოკაცია: TSU
სისხლის სამართლის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2022- ზამთრის სესია შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტის თემა – ბირთვული კონფლიქტის საშიშროება.
სიმპოზიუმის ზამთრის სესიაზე ანგარიშს ამზადებდა სამი კომიტეტი: უშიშროების , ადამიანის უფლებათა დაცვის და გარემოს დაცვის კომიტეტები.
პროექტი მიმდინარეობა სამი დღის განმავლობაში.
ზამთრის სესიის გამარჯვებულს ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფისგან გადაეცა პრიზი- ბეიჯინგის საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა.
გარდა ამისა , პროექტის ფარგლებში პარტნირობა შედგა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან , რომელსაც ზამთრის სესიის მონაწილეები ეწვივნენ ვიზიტით. შესაბამისი თემატიკის ირგვლივ მონაწილეებს ტრეინინგი ჩაუტარა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა.
კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერთიფიკატი.