მომავალ იურისტთა სკოლა

“მომავალ იურისტთა სკოლა” მოგცემს შესაძლებლობას მოირგო პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის როლი და გამოსცადო შენი თავი იურისპრუდენციაში!

 რას მოიცავს პროგრამა?

  • სისხლის სამართლის განახლებულ თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს
  • გასვლით ვიზიტებს პროკურატურაში, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სხვა წამყვან სტრუქტურაში
  • ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, რომელიც თითოეულ სკოლის მოსწავლეს დაეხმარება საკუთარი თავის რეალიზაციაში
  • იმიტირებულ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესებს ისტორიულ დარბაზებში
  • საპროკურორო და საადვოკატო საქმიანობის მოდელირებას
  • დანაშაულის შემთხვევის ადგილის იმიტირებას, გამოძიების დეტალების განხილვას
  • სამოქალაქო სამართლის ლექციათა ციკლს, მედიაციის იმიტირებას
  • ლექციებს ციხის ცხოვრებასა და საპატიმროების შესახებ
  • სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობას და გამოძიების სრულ ციკლს – დანაშაულის შესახებ შეტყობინების შემოსვლიდან – აღკვეთის ღონისძიების სხდომამდე
  • ცეცხლსასროლი იარაღის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსს

ლექციებს ჩაატარებენ პრაქტიკოსი იურისტები, მოქმედი პროკურორები, ადვოკატები, ლექტორები და სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები

პროგრამაში ახალი ნაკადების მიღება ხდება წლის განმავლობაში ორჯერ – სექტემბრის ან იანვრის თვეში.

პროგრამაზე შეგიძლიათ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია. წინასწარ დარეგისტრირებულ მონაწილეებს მიენიჭებათ უპირატესობა ადგილების შეზღუდვის შემთხვევაში. 

რეგისტრაციის გავლამდე აუცილებლად დაუკავშირდით პროგრამის მენეჯერს – 558363434 ლუკა პაპავა

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე.

ყოველთვიური საფასური: 195 ლარი.

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი, დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით!