“მომავალ იურისტთა სკოლა” მოგცემს შესაძლებლობას მოირგო პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის როლი და გამოსცადო შენი თავი იურისპრუდენციაში!
რას მოიცავს პროგრამა?
- სისხლის სამართლის განახლებულ თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს
- გასვლით ვიზიტებს პროკურატურაში, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სხვა წამყვან სტრუქტურაში
- ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, რომელიც თითოეულ სკოლის მოსწავლეს დაეხმარება საკუთარი თავის რეალიზაციაში
- იმიტირებულ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესებს ისტორიულ დარბაზებში
- საპროკურორო და საადვოკატო საქმიანობის მოდელირებას
- დანაშაულის შემთხვევის ადგილის იმიტირებას, გამოძიების დეტალების განხილვას
- სამოქალაქო სამართლის ლექციათა ციკლს, მედიაციის იმიტირებას
- ლექციებს ციხის ცხოვრებასა და საპატიმროების შესახებ
- სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობას და გამოძიების სრულ ციკლს – დანაშაულის შესახებ შეტყობინების შემოსვლიდან – აღკვეთის ღონისძიების სხდომამდე
- ცეცხლსასროლი იარაღის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსს
ლექციებს ჩაატარებენ პრაქტიკოსი იურისტები, მოქმედი პროკურორები, ადვოკატები, ლექტორები და სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები
პროგრამაში ახალი ნაკადების მიღება ხდება წლის განმავლობაში ორჯერ – სექტემბრის ან იანვრის თვეში.
პროგრამაზე შეგიძლიათ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია. წინასწარ დარეგისტრირებულ მონაწილეებს მიენიჭებათ უპირატესობა ადგილების შეზღუდვის შემთხვევაში.
რეგისტრაციის გავლამდე აუცილებლად დაუკავშირდით პროგრამის მენეჯერს – 558363434 ლუკა პაპავა
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე.
ყოველთვიური საფასური: 195 ლარი.
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი, დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით!
