შემოსაზღვრული ტერიტორია,
გვამი, სისხლი, ანაბეჭდები, კვალი რომელიც დროსთან ერთად იშლება…
სიმამაცე, გამბედაობა, ადრენალინი და შანსი რომ გახდე ამ პროექტის ნაწილი!
არასრულწლოვანი გამომძიებლები დაიყოფიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოებად და იმიტირებულად მოუწევთ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.
ვიწყებთ სასწავლო ლექციებით:
- რა არის გამოძიება?
- როგორ იწყება?
- როგორ დგება საგამოძიებო დოკუმენტები?
- როგორ ხდება დაკავება?
ვსწავლობთ გამოძიების ყველა თეორიულ დეტალს.
ამის შემდგომ ვაგრძელებთ პრაქტიკით:
- მოწმეთა გამოკითხვა
- ექსპერტიზის დანიშვნა
- სპეციალურად პროგრამისთვის შექმნილი ვიდეო და ფოტო მასალის გამოთხოვა-ამოღება
- ჩხრების თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება!
მეტ დეტალს აღარ გავამხელთ. სრული ინფორმაცია ეცნობებათ მხოლოდ მონაწილეებს.
პროგრამაში ახალი ნაკადების მიღება ხდება წლის განმავლობაში ორჯერ – ოქტომბრის ან თებერვლის თვეში.
პროგრამაზე შეგიძლიათ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია. წინასწარ დარეგისტრირებულ მონაწილეებს მიენიჭებათ უპირატესობა ადგილების შეზღუდვის შემთხვევაში.
რეგისტრაციის გავლამდე აუცილებლად დაუკავშირდით პროგრამის მენეჯერს – 571 00 70 80
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე.
ყოველთვიური საფასური: 155 ლარი.
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი, დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით!