2025 წლის 2 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით, ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში გამართულ გაეროს მოდელირებაზე-რომელსაც ხელმძღვანელობდა FUTURE WE WANT. ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის დელეგაციაში ორმოცამდე მონაწილე და ხელმძღვანელი ერთიანდებოდა. კრიმინოლოგთა დელეგაციამ მიიღო საუკეთესო დელეგაციის ჯილდო.
დელეგაციის სამმა დელეგატმა გაიმარჯვა სხვადასხვა ნომინაციაში.
