გაეროს მოდელირება (თბილისი)


სისხლის სამართლის საერთაშორისო სიმპოზიუმის მეორე(ზამთრის) სესია ჩატარდა 2022 წლის 27,28,29 იანავრს , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე სესიის თემას წარმოადგენდა – ბირთვული კონფლიქტის საშიშროება. სესიაზე ანგარიშს ამზადებდა სამი კომიტეტი: უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვის და კრიზისების მართვის კომიტეტები. მონაწილე დელეგატებს ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფისგან და მისი პარტნიორებისგან გადაეცათ სხვადასხვა პრიზები. მათ შორის იყო: ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. გარდა პარტნიორებისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან. პროექტის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერთიფიკატი.